განთავსების წესები

ზოგადი პრინციპი

განცხადება უნდა აღწერდეს რეალურ ნივთს ან მომსახურებას, რომელსაც ნამდვილად ყიდით. სათაური და ფოტოები უნდა შეესაბამებოდეს იმას, რასაც ყიდით.

აკრძალულია

  • ნარკოტიკული საშუალებები, იარაღი და ფეთქებადი ნივთიერებები.
  • ყალბი და კონტრაფაქტული პროდუქცია.
  • მოპარული ნივთები და დოკუმენტები.
  • ცოცხალი არსებები, რომელთა გაყიდვაც კანონით შეზღუდულია.
  • ფინანსური სქემები, სწრაფი შემოსავლის შეთავაზებები, „მუშაობა სახლიდან“ წინასწარი გადახდით.
  • პერსონალური მონაცემები სხვისი თანხმობის გარეშე.

დარღვევის შედეგები

წესების დამრღვევი განცხადება იშლება. სისტემატური დარღვევის შემთხვევაში ანგარიში ჩერდება. თუ საეჭვო განცხადებას ხედავთ, გამოიყენეთ ღილაკი „დარღვევის შეტყობინება“ — შეტყობინება მოდერატორთან ხვდება და ავტორი ვერ იგებს, ვინ დააფიქსირა.